სიძუნწე და ქალები - რა გახდა დონალდ ტრამპის ვაჟის განქორწინების მიზეზი

საქართველო, თბილისი - 13:57 | 20.03.2018
ნანახია: 1376

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა დონალდ ტრამპის ვაჟის დონალდ ტრამპი-უმცროსისა და მისი ცოლის ვანესას განქორწინების შესახებ. მათი გაყრის მიზეზის გაგება ჟურნალისტებისთვის მთავარ თავსატეხად იქცა და მათაც გამოძიების დაწყება არ დააყოვნეს. გაირკვა, რომ ოჯახის დანგრევის მიზეზები საკმარისზე მეტი აღმოჩნდა.

წყვილთან დაახლოებულმა წყარომ ჟურნალისტებს აცნობა, რომ დონალდ ტრამპი-უმცროსი ცოლს როგორც მეორეხარისხოვან ადამიანს, ისე ექცეოდა. ის ცოლის ბიუიჯეტს მკახცრად ზღუდავდა, რის გამოც ვანესა იძულებული იყო ფინანსური დახმარებისთვის ოჯახისთვის მიემართა.

თუმცა დონალდის წარმომადგენელმა ეს განცხადება უარყო.

 „ყველა ეს მტკიცებულება სინამდვილეს არ შეესაბამება. დონალდი და ვანესა ერთმანეთს პატივისცემით ეკიდებიან, იმის გაფიქრებაც კი, რომ ვანესა ფულს დედას სთხოვდა, უბრალოდ სისულელა!“,-განაცხადა ტრამპის წარმომადგენელმა.

თუმცა ოჯახთან დაახლოებული წყარო სხვაგვარად მიიჩნევს. ინსაიდერის თქმით, ყოფილ ცოლ-ქმარს შორის პრობლემები დაქორწინებამდეც ჰქონდათ, ტრამპის გაპრეზიდენტებამ კი ყველაფერი გაამწვავა.

გამორიცხული არ არის, რომ ცეცხლს ნავთი დაასხა დონალდ ტრამპი-უმცროსის მეგობარმა ქალმა ობრი ოდეიმ. ამბობენ, რომ ისინი ერთმანეთს 2011-2012 წლებში ხვდებოდნენ.

თავის ინტერვიუებში ობრი არაერთხელ ამბობდა, რომ მას ძლიერი და გავლენიანი მამაკაცები მოსწონდა, ასევე მიანიშნებდა დონალდ ტრამპი-უიმცროსთან ურთიერთობაზეც.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე