იუსტიციის სახლთან ერთმანეთს სამი ავტომობილი დაეჯახა - არიან დაშავებულები

საქართველო, თბილისი - 19:11 | 19.03.2018
ნანახია: 848

თბილისში, იუსტიციის სახლთან ერთმანეთს სამი ავტომობილი დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე