თავდასხმის შედეგად დაშავებული "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული

საქართველო, თბილისი - 17:58 | 19.03.2018
ნანახია: 874

ე.წ. ქართული მარშის წევრების თავდასხმის შედეგად დაშავებული "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი, დავით ერაძე რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

ჟურნალისტს სხვადასხვა სახის დაზიანებები აქვს მიღებული.

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ერაძეს თავს ლადო სადღობელაშვილი და ე.წ. ქართული მარშის წევრები, "რუსთავი 2"-ის შესასვლელთან დაესხნენ მაშინ, როდესაც მათ გიორგი გაბუნიას და ტელეკომპანიის იურისტს გზა გადაუკეტეს.

შეკრებილებმა დააზიანეს მანქანა, რომელშიც გაბუნია და მურადაშვილი იმყოფებოდნენ და ასევე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ტელეკომპანიის თანამშრომლებს. 

შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

ცნობისთვის, გიორგი გაბუნიამ გადაცემა P.S-ში თქვა თქვა, რომ "იესო ქრისტე საქადაგებლად აჭარაში უნდა მოსულიყო და აქ ჯვარზე ვერ გააკრავდნენ, ვინაიდან ყველა ხე ბიძინა ივანიშვილის ეზოშია გადარგული".




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე