ლარი გამყარდა

საქართველო, თბილისი - 17:26 | 19.03.2018
ნანახია: 941

19 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.4401 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4457 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.56 თეთრი შეადგინა.               

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.0003 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0158 ლარს შეადგენდა.

შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.55 თეთრი შეადგინა.    

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.6197 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.4239 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 20 მარტიდან  შევა ძალაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე