ანჯელინა ჯოლი მეოთხედ თხოვდება - ამერიკული მედია

საქართველო, თბილისი - 17:00 | 19.03.2018
ნანახია: 3234

უახლოეს ხანებში ჰოლივუდის ვარსკვლავი ანჯელინა ჯოლი მეოთხედ გათხოვდება. ამერიკული პრესის ცნობით, 42 წლის მსახიობის რჩეული ბრიტანელი მილიონერია.

მედიის წარმომადგენელთა მტკიცებით, დაქორწინების სურვილი მსახიობმა გამოთქვა. ჯოლის მეგობრის თქმით, ქორწილი 2018 წელს უნდა გაიმართოს.

 „ენჯი ისე ძალიან არის შეყვარებული, რომ საქმროს დაქორწინება თვითონ სთხოვა“, - ციტირებს ჟურნალი Life&Style მსახიობის მეგობარს.

ვარსკვლავის გარემოცვაში ამბობენ, რომ ჯოლისა და ბრიტანელი მილიონერის რომანი ერთ წელზე მეტია გრძელდება. გარემოცვის თქმით, მათ ერთმანეთი  ჯორჯ ქლუნის მეუღლემ - ამალმა გააცნო.

ამერიკულ პრესაში არაერთხელ წერდნენ ანჯელინას სავარაუდო რჩეულების შესახებ. იანვარში მედია ჯოლისა და კამბოჯელი მუსიკოსის პრაჩ ლის რომანის შესახებ წერდა, ზოგიერთი გამოცემა კი გვამცნობდა, რომ ანჯელინა ჯოლის შეყვარებული ამერიკელი მსახიობი შონ პენი გახდა.

მსახიობი სამჯერ იყო გათხოვილი - მსახიობებზე ჯონი ლი მილერზე, ნილი ბობ ტორნტონზე და ბრედ პიტზე.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე