არ უნდა ავხტეთ საკუთარ თავზე მაღლა და არ უნდა ამოვხტეთ საცვლებიდან- ხაინდრავა ტატუნაშვილზე

საქართველო, თბილისი - 15:55 | 19.03.2018
ნანახია: 1543

რა თქმა უნდა, ჩვენ მათთან [რუსებთან] ურთიერთობები არ უნდა გავამწვავოთ, ურთიერთობები შეძლებისდაგვარად უნდა დავალაგოთ, მაგრამ ჩვენ არ უნდა ვეცადოთ ავხტეთ საკუთარ თავზე მაღლა და როგორც წესი, არ უნდა ამოვხტეთ საცვლებიდან, - მის შესახებ გოგა ხაინდრავამ არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, საცვლებიდან არ ამოვხტეთ იმ დროს, როდესაც მშვიდად და წყნარად შეიძლება საკითხების დაყენება

„ვერ ვაბრუნებთ ამ ცხედარს, ამერიკის შეერთებული შტატებიც ვერ აბრუნებს ამ ცხედარს და მთელი მსოფლიოც ვერ აბრუნებს, მიუხედავად იმისა, რომ არ დარჩა ინსტიტუცია, რომელმაც არ მოუწოდა რუსეთს. რა თქმა უნდა, ჩვენ მათთან ურთიერთობები არ უნდა გავამწვავოთ, ურთიერთობები შეძლებისდაგვარად უნდა დავალაგოთ, მაგრამ ჩვენ არ უნდა ვეცადოთ ავხტეთ საკუთარ თავზე მაღლა და როგორც წესი, არ უნდა ამოვხტეთ საცვლებიდან. იმ დროს, როდესაც მშვიდად და წყნარად შეიძლება საკითხების დაყენება. ესე იყო გაკეთებული კვირიკაშვილის წერილში", - განაცხადა ხაინდრავამ.

შეგახსენებთ, 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს მოქალაქეები - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე