აფეთქებების სერია ავღანეთში - არიან დაღუპულები და დაშავებულები

საქართველო, თბილისი - 15:31 | 19.03.2018
ნანახია: 1188

ერთი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა ავღანეთის ქალაქ გერათში მომხდარი აფეთქების შედეგად. ინციდენტი ჯელალაბადში განცორციელებული აფეთქებიდან ერთი საათის შემდეგ მოხდა. ჯელალაბადში აფეთქებას კი სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გავრცელებული ცნობით, ჯელალაბადში დანაღმული მოტოციკლი აფეთქდა. რვა დაშავებული საავადმყოფოში გადიყვანეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაშავებულთა შორის ხუთი ბავშვია.

გერათში აფეთქება ხალხმრავალ ბაზარში მოხდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ აქაც დანაღმული მოტოციკლი აფეთქდა.

აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.




პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე