გუდაურში დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია - ზაზა სოფრომაძე

საქართველო, თბილისი - 12:35 | 19.03.2018
ნანახია: 1540

გუდაურში დაშავებულებისგან ღუდუშაურის კლინიკაში ამ დროისთვის ოთხი პაციენტი რჩება, საიდანაც ერთი კლინიკიდან დღეს გაეწერება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილიე ზაზა სოფრომაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

"ერთ მათგანს გაუკეთდა ოპერაცია. ოპერაციის შემდგომი მდგომარეობა სტაბილურია, ნორმალურია. გართულებას ადგილი არ აქვს და ვფიქრობთ, რომ უახლოესი დღეების განმავლობაში დანარჩენი პაციენტებიც გაეწერებიან კლინიკიდან", - განაცხადა სოფრომაძემ, რომელმაც აქვე აღნიშნა, რომ ფეხმძიმე შვედი ტურისტის ჯანმრთელობის მდგომარეობაც სტაბილურია, თუმცა ის ტრანსპორტირებისას მწოლიარე რეჟიმში უნდა იყოს, რადგან 15 კვირის ორსულია. მისივე თქმით, ორსულობას საფრთხე არ ემუქრება.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე