შუახევში ფიცრის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტები გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 10:30 | 19.03.2018
ნანახია: 859

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, შსს შუახევის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად გატარებული ღონისძიების შედეგად, ხე ტყის უკანონო ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოავლინეს.

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიჭაურში, გადამოწმების მიზნით შეჩერებული ავტომანქანების ძარაზე 6 მ3 პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი იყო განთავსებული. ერთ შემთხვევაში, ავტომანქანის მძღოლმა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი  ვერ წარმოადგინა, მეორე მძღოლის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს კი ვადა ჰქონდა გასული, რაც ასევე ხე-ტყის ტრანსპორტირების წესის დარღვევას წარმოადგენს.

მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე