მერაბ კვირიკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს განახლდება

საქართველო, თბილისი - 10:29 | 19.03.2018
ნანახია: 931

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეს მერაბ კვირიკაშვილის სასამართლო პროცესი განახლდება.  ორი წლის წინ ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარ ავარიაში ბრალდებული მორაგბის ადვოკატი სასამართლოსგან მისი დაცვის ქვეშ მყოფის გამართლებას ელოდება.

ჩატარდა რამდენიმე ექსპერტიზა, განსხვავებული შედეგით.

პაპასკირების ოჯახი კვირიკაშვილს გამოძიებაზე ზეწოლაში ადანაშაულებს.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 21 ივლისს, სამტრედია-ქუთაისის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს, „იქს 5“ და „ჰონდას“ მარკის ავტომანქანები შეეჯახნენ. ავარიის შედეგად, დაიღუპა მორაგბე მეკო კვირიკაშვილის მეუღლე, ანანო ბუაძე, „ჰონდას“ მგზავრები, გიორგი პაპასკირი, ნუცა კალანდია და ანი ჩხაიძე. მძიმედ დაშავდნენ, თავად მეკო კვირიკაშვილი, ასევე მორაგბე გიორგი ლომინაძე და ნუცა გუნცაძე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე