საქართველოს ორი მოქალაქე პოლონეთში ავტოავარიას ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 19:22 | 18.03.2018
ნანახია: 849

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლონეთში, ქალაქების -  ოპოჩნოსა და კონსკიეს დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას საქართველოს ორი მოქალაქე ემსხვერპლა, საქართველოს ხუთი მოქალაქე კი სხეულის დაზიანებებით ადგილობრივ საავადმყოფოში მოათავსეს.

ავტოსაგზაო შემთხვევა 16 მარტს მოხდა. არსებული ინფორმაციით დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

წინასწარი ინფორმაციით „ოპელის" მარკის ავტომობილი, რომელშიც საქართველოს 7 მოქალაქე იმყოფებოდა გზაზე მოცურდა და საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავ ავტობუსს დაეჯახა. აღნიშნულთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება პოლონეთის სამართალდამცავი უწყებების მიერ.

პოლონეთში საქართველოს საელჩომ მომხდარის შესახებ უკვე აცნობა   დაშავებულებისა და დაღუპულების ოჯახის წევრებს. შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ შესაძლებელი იქნება გარდაცვლილების გადმოსვენების პრეცედურის დაწყება.

საქართველოს მოქალაქეები პოლონეთის რეპუბლიკაში სამსახურეობრივი მიზნით იმყოფებოდნენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე