რუსთავში გაზის გაჟონვის შედეგად ორი არასრულწლოვანი მოიწამლა

საქართველო, თბილისი - 19:23 | 17.03.2018
ნანახია: 819

რუსთავში, მე 18 მიკრორაიონის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ორი არასრულწლოვანი ბუნებრივი აირის გაჟონვით მოწამლა.

არსებული ინფორმაციით, სახლში მყოფი არასრულწლოვანი და მასთან სტუმრად მისული მოზარდი გაზის გამათბობლიდან ბუნებრივი აირის გაჟონვით მოიწამლნენ.

ისინი რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში არიან გადაყვანილი და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, ან გაზის ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე