„ტურანდოტის“ შემადგენლობა ცნობილია

საქართველო, თბილისი - 19:07 | 17.03.2018
ნანახია: 1490

ჯაკომო პუჩინის ოპერის, „ტურანდოტის“, შემადგენლობა ცნობილია. პრინცესა ტურანდოტის პარტიას შეასრულებს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი, სოპრანო მაყვალა ასპანიძე, ხოლო კალაფის პარტიას - გერმანიაში მოღვაწე ცნობილი ქართველი ტენორი გიორგი ონიანი.

„ტურანდოტის“ პრემიერა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე 25 მარტს შედგება.

სპექტაკლი იტალიელმა რეჟისორმა ალფონსო სინორინიმ დადგა. კოსტუმების დიზაინი ფაუტსო პულიზის ეკუთვნის.

პუჩინის უკანასკნელი ოპერის, „ტურანდოტის“, პრემიერა, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, პირველად, 1929 წლის 18 იანვარს შედგა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე