ანჯელინა ჯოლიმ რომანი ახალგაზრდა მსახიობთან გააბა (ფოტო)

საქართველო, თბილისი - 15:38 | 16.03.2018
ნანახია: 1708

ჰოლივუდის 42 წლის ვარსკვლავმა ანჯელინა ჯოლიმ გადაწყვიტა სხვა ცნობილ ქალებს მიბაძოს, რომლებიც უპირატესობას ახალგაზრდა მეგობარ მამაკაცებს ანიჭებენ. 

გამოცემა RadarOnline წერს, რომ ენჯი სერიოზულად არის გატაცებული ახალგაზრდა მსახიობით გარეტ ჰედლუნდით, რომელმაც სახელი ფილმ „უტეხში“ მონაწილეობით გაითქვა. გარეტი 34 წლისაა და გარეგნულად ძალიან გავს ანჯელინა ჯოლის ყოფილ ქმარს ბრედ პიტს.
უნდა აღინიშნოს, რომ ჰედლუნდი ეკრანებზე პირველად ფილმში „ტროას“ მეშვეობით გამოჩნდა, სადაც ერთ-ერთი მთავარი როლი ბრედ პიტმა ითამაშა.
ანონიმმა წყარომ ჟურნალისტებს აცნობა, რომ გარეტი და ენჯი ერთმანეთთან მოკლე ტექსტური შეტყობინებებით ურთიერთობენ და დღეში რამდენჯერმე ერთად ვახშმობის თემას განიხილავენ.

 




პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე