ელისაბედ მეორემ პრინც ჰარის მეგან მარკლიზე დაქორწინების უფლება ოფიციალურად დართო

საქართველო, თბილისი - 12:00 | 16.03.2018
ნანახია: 1102

დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ პრინც ჰარის მეგან მარკლიზე დაქორწინების უფლება ოფიციალურად დართო.

 „ვახცადებ ჩემს თანხმობას ჩემს საყვარელ პრინც ჰენრი ჩარლზ ალბერტ დევიდსა და რეიჩელ მეგან მარკლს შორის ქორწინების შესახებ“, - ნათქვამია დედოფლის განცხადებაში.

ასეთი ფორმალური თანხმობა ქორწინების შესახებ უნდა მიიღოს სამეფო ოჯახის ყველა წევრმა, რომლებიც პირველიდან მეექვსე პოზიციამდე ტახტის მემკვიდრეები არიან. ახლა ჰარი მამის - პრინც ჩარლზის, ძმის პრინც უილიამისა და მისი შვილების პრინც ჯორჯისა და პრინცესა შარლოტას შემდეგ ტახტის რიგით მეხუთე მემკვიდრეა.

თუმცა ძალიან მალე ჰარი  უკვე მეექვსე პრედენდენტი გახდება, რადგან უილიამსა და ქეით მიდლტონს აპრილში მესამე შვილი ეყოლებათ.

ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილი 19 მაისს უინძორის სასახლეში გაიმართება.  

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე