კუნძულ ლესბოსზე მიგრანტებს შორის მომხდარი შეტაკებისას პოლიციელები დაშავდნენ

საქართველო, თბილისი - 15:13 | 15.03.2018
ნანახია: 1216

საბერძნეთის კუნძულ ლესბოსზე მიგრანტებსა და ლტოლვილებს შორის მომხდარი შეტაკების შედეგად პოლიციელები დაშავდნენ.

შეტაკებებში 150 ლტოლვილი და მიგრანტი მონაწილეობდა, რომლებიც უკმაყოფილებას იმის გამო გამოთქვამდნენ, რომ კუნძულის დატოვების უფლებას არ აძლევდნენ. პროტესტანტებმა ნაგვის ბუნკერები დაწვეს.

მალე უწესრიგობების მასშტაბები გაიზარდა, პროტესტანტებმა იერიში პოლიციელებზე მიიტანეს. შეტაკების შედეგად დაიჭრა რვა პოლიციელი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს.

საიმიგრაციო სამსახურის ცნობით, ბანაკის ინფრასტრუქტურა არ დაზიანებულა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე