ასეთ დონეზე დაცემა მხოლოდ ტერორისტებს შეუძლიათ - კონგრესმენი პუტინის რეჟიმზე

საქართველო, თბილისი - 11:19 | 15.03.2018
ნანახია: 1009

რუსეთმა უნდა გადაიხადოს ფასი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის, - ამის შესახებ განცხადებას ამერიკელი კონგრესმენი ტედ პო პირად ვებ-გვერდზე ავრცელებს.

კონგრესმენი არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკულად დაღუპვას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ვლადიმერ პუტინის ტირანიული რეჟიმი კმაყოფილი არ არის მხოლოდ საკუთარი ხალხის გატაცებითა და მკვლელობით, მას სურს თავისი ტირანიის გატანა ყოფილ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით.

კონგრესმენი აქცენტს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის არგადმოცემაზეც აკეთებს და აღნიშნავს, რომ ასეთ დონეზე დაცემა მხოლოდ ტერორისტებსა და საძულველ რეჟიმებს შეუძლიათ.

"ასეთ დონეზე დაცემა მხოლოდ ტერორისტებსა და საძულველ რეჟიმებს შეუძლიათ, რომ უარი თქვას დაღუპულის ცხედრის ოჯახისთვის გადაცემაზე. ვლადიმერ პუტინის ტირანიული რეჟიმი კმაყოფილი არ არის მხოლოდ საკუთარი ხალხის გატაცებითა და მკვლელობით, მას სურს თავისი ტირანიის გატანა ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში და აღმოსავლეთი ევროპის მასშტაბით. რუსების მიერ ჩადენილმა ამ უკანასკნელმა ქმედებამ ჩუმად არ უნდა ჩაიაროს. რუსეთმა უნდა გადაიხადოს ფასი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს მოქალაქეები - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე