ზუგდიდში დაჭრილი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა

საქართველო, თბილისი - 11:10 | 15.03.2018
ნანახია: 768

ზუგდიდში დაჭრილი 15 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს ექიმების განცხადებით, ის მართვით სუნთქვის აპარატიდან მოიხსნა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ცნობისთვის, გუშინ, ზუგდიდში, დადიანის ქუჩაზე 15 წლის მოზარდი დაჭრეს. 

ჭრილობა არასრულწლოვანს ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე