რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბრიტანეთის პრემიერს პასუხობს

საქართველო, თბილისი - 21:29 | 14.03.2018
ნანახია: 1164

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბრიტანეთის პრემიერს პასუხობს. განცხადებაში, რომელიც რუსეთის საგარეო უწყებამ გაავრცელა, ნათქვამია, რომ  ბრიტანეთის მთავრობამ აირჩა რუსეთთან დაპირისპირების გზა.

 „14 მარტს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის მცდელობის „ცრუ“ ბრალდებით, რუსეთის წინააღმდეგ უპრეცენდენტო ღონისძიებებს მიმართა, რაც ძირს უთხრის ჩვენს ქვეყნებს შრის არსებულ ურთიერთობებს.... ქვეყნიდან გამოაძევს 23 რუსი დიპლომატი...“, - ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ ნაცვლად იმისა, რომ ბრიტანეთს დაესრულებინა ამ საქმის გამოძიება და ემოქმედდა საერთაშორისო ფორმატებისა და ინსტუმენტების გამოყენებით, მათ შორის ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის ფარგლებში, რომელშიც მზად ვიყავით თანამშრომლობაზე, ბრიტანეთის მთავრობამ აირჩა რუსეთთან დაპირისპირების გზა.

„აშკარაა, რომ ბრიტანეთის მთავრობა ცდილობს ანტირუსული კამპანიის დაწყებას.“,   - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთში, სოლსბერიში მოწამლეს რუსეთის სახელმწიფო დაზვერვის სამმართველოს ყოფილი უფროსი, სერგეი სკრიპალი, ქალიშვილთან ერთად, რაშიც ლონდონმა მოსკოვი დაადანაშულა.

12 მარტს, ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ ისინი მოწამლეს. მისი თქმით, მომხდარზე პასუხისმგებლობა, სავარაუდოდ რუსეთს ეკისრება. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სკრიპალის მოწამვლის საქმესთან დაკავშირებით, ბრალდებების საპასუხოდ "ლონდონი პოლიტიკურ თამაშებში" დაადანაშაულა. მან განაცხადა, რომ მოსკოვმა ქიმიური იარაღის მარაგი გაანადგურა, რაც დოკუმენტირებულია ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის მიერ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე