თამარ ბაგრატიამ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის თანამდებობა დატოვა

საქართველო, თბილისი - 21:11 | 14.03.2018
ნანახია: 189

თამარ ბაგრატიამ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის თანამდებობა დატოვა. ამის შესხებ მან სოციალურ ქსელში დაწერა

"მეგობრებო, ჩემი პირადი განცხადების საფუძველზე დღეს ვტოვებ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის თანამდებობას. თითქმის სამი წლის განმავლობაში აქ გავატარე ძალიან კარგი და ნაყოფიერი, ამავე დროს რთული წელიწადი.

ჩემი სააგენტოს უფროსობიდან წასვლის მიზეზი ბუნებრივია არ არის ზედაპირული, თავის თავში მოიცავს ბევრ სიღრმისეულ მიზეზს, რომელთა შესახებ უფრო ვრცლად მოგვიანებით ვისაუბრებ.

დამერწმუნეთ, მე მუდამ ვიქნები ჩემი ჩემი ქვეყნისა და გარემოს დაცვის სადარაჯოზე და სტატუსი/სტატუსის არქონა ხელს ვერ შემიშლის ჩემი პრინციპების გატარებასა და იმის მიღწევაში, რომ მომავალ თაობებს უკეთესი გარემო დავუტოვოთ.

აქვე მადლობა მინდა ვუთხრა ყველა ჩემს თანამშრომელს, ჩვენი ორგანიზაციის პარტნიორს,კეთილისმსურველს, ვინც მგულშემატკივრობდა და ჩემს გვერდით იდგა" - წერს თამარ ბაგრატია facebook-ში




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე