ბრიტანეთის საგარეო უწყებამ ტვიტერზე რუსული აგრესიის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 18:34 | 14.03.2018
ნანახია: 978

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეორგოლი, სადაც ასახულია რუსული აგრესია 2006 წლიდან დღემდე.

ვიდეორგოლში გამოქვეყნებულ კადრებს შორის, ასევე, აღნიშნულია რუსეთის მიერ 2008 წელს საქართველოს და 2014 წელს უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიული ქმედებები.

ბრიტანეთის საგარეო უწყების ვიდეორგოლში ნათქვამია, რომ რუსეთი ცდილობს საერთაშორისო სამართლის სისტემის უგულვებელყოფა მოახდინოს.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთში, სოლსბერიში მოწამლეს რუსეთის სახელმწიფო დაზვერვის სამმართველოს ყოფილი უფროსი, სერგეი სკრიპალი, ქალიშვილთან ერთად, რაშიც ლონდონმა მოსკოვი დაადანაშულა.

დღეს კი ტერეზა მეიმ ბრიტანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას 23 რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გაიწვია.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე