ტერეზა მეიმ ბრიტანეთიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევა

საქართველო, თბილისი - 17:20 | 14.03.2018
ნანახია: 762

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეის განცხადებით ბრიტანეთის ტერიტორიის დატოვება 23 რუს დიპლომატს მოუწევს. როგორც ბრიტანული მედია იუწყება, პრემიერ-მინისტრმა დიპლომატებს ქვეყნის დატოვებისთვის ერთკვირიანი ვადა მისცა. ტერეზა მეის თქმით, ეს პირები სავარაუდოდ რუსეთის საიდუმლო აგენტები არიან.

გარდა, ამისა დიდი ბრიტანეთი რუსი ჯაშუშისა და მისი შვილის მოწამვლის საქმესთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის დანიშვნას ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთში, სოლსბერიში მოწამლეს რუსეთის სახელმწიფო დაზვერვის სამმართველოს ყოფილი უფროსი, სერგეი სკრიპალი, ქალიშვილთან ერთად.

მომხდარში დიდმა ბრიტანეთმა რუსეთი დაადანაშაულა, რადგან ნივთიერება რომლითაც იყო მოწამლული დაზვერვის სამმართველოს ყოფილი ხელმძღვანელი, სწორედ რუსეთში იწარმოება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე