ზუგდიდში მოზარდი დაჭრეს

საქართველო, თბილისი - 16:44 | 14.03.2018
ნანახია: 802

ზუგდიდში, დადიანის ქუჩაზე მოზარდი დაჭრეს.

ჭრილობა არასრულწლოვანს ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

მოზარდი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

სხვა დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე