შსს-მ კირილე ზდანევიჩის კედლის მხატვრობის განადგურების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საქართველო, თბილისი - 16:20 | 14.03.2018
ნანახია: 826

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე ყოფილ ოფიცერთა სახლის სარდაფში, კირილე ზდანევიჩის კედლის მხატვრობის განადგურების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება 259-ე მეორე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ჯარიმას ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„რუსთაველის 16-ში, ყოფილი ოფიცერთა სახლის სარდაფში, კირილე ზდანევიჩის კედლის მხატვრობის განადგურების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მეორე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ან საქართველოს კანონმდებლობით დაცული სხვა კულტურული მემკვიდრეობის განზრახ დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობას. ამ მუხლით ჩადენილი დანაშაული ითვალისწინებს ჯარიმას ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირის #16-ში მდებარე განთავსებული, კირილე ზდანევიჩის მიერ 1919 წელს მოხატული კედლის პანო განადგურებულია. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე