თბილისის საკრებულოს წინ აქცია მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 14:58 | 14.03.2018
ნანახია: 804

აქცია მიმდინარეობს თბილისის საკრებულოს შენობის წინ. როგორც აქციის ერთ-ერთი მონაწილე აცხადებს, ისინი სვანეთში ჰესების მშენებლობას აპროტესტებენ.

„ჩვენი მთავარი მოთხოვნაა შეჩერდეს ყველა მავნებლური პროექტის მშენებლობა არა მხოლოდ სვანეთის ტერიტორიაზე, არამედ მთლიანად საქართველოში. ჩვენს აქციაზე მთელი საქართველოა წარმოდგენილი. 50 ჰესის მშენებლობაა დაგეგმილი. ახლა მესტია-ჭალაჰესის მშენებლობა მიმდინარეობს და ვითხოვთ მის შეჩერებას. ასევე უნდა შეწყდეს ოქროს ყოველგვარი ქიმიური ნაერთებით მოპოვება. მისი მოპოვება უნდა გაგრძელდეს მამა-პაპაური, ტრადიციული მეთოდებით“ - აცხადებს აქციის მონაწილე.

„დღეს არის მდინარეთა დაცვის საერთაშორისო დღე. ამ აქციას მთელი საქართველოდან, ზემო სვანეთიდან, ქვემო სვანეთიდან და რაჭა-ლეჩხუმიდან შემოუერთდით. ჩვენი მოთხოვნა ორი მიმართულებითაა, მივმართავთ ფინანსურ ინსტიტუტებს მასშტაბური პროექტების დაფინანსებისგან თავი შეიკავონ და ასევე მივმართავთ სახელმწიფოს, გამოიჩინონ წინდახედულობა და ენერგოპოლიტიკის დოკუმენტი შეიმუშაონ, რომელშიც ზუსტად იქნება ასახული რა გვჭირდება. ამის შემდეგ გადავწყვიტოთ ასე მასშტაბურად დავძიროთ და მოვაქციოთ მილებში და კაშხლებში მდინარეები, თუ გონივრული გზით წავიდეთ, რომლითაც მთელი მსოფლიო ხელმძღვანელობს. გვინდა მზის, ქარის და ალტერნატიული ენერგიის წყაროები განვავითაროთ ჩვენს ქვეყანაში. ის უნიკალური საცხოვრისი და ბუნება, რომელიც გაგვაჩნია, უნდა შევინარჩუნოთ, რომ მისი მომავალი თაობისთვის გადაცემა შევძლოთ. აღნიშნულ დღეს მთელ მსოფლიოში იმაზე მეტი ღირებულება გააჩნია, ვიდრე 1 კილოვატ ელექტროენერგიას“ - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს“ სვანეთის ახალგაზრდული მოძრაობის წევრმა და აქციის თანაორგანზიაროტმა, დავით გულბანმა.

აქცის მონაწილეები თბილისის საკრებულოდან კანცელარიასთან გადინაცვლებენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე