მეცნიერები: დედამიწას გადაშენება ემუქრება

საქართველო, თბილისი - 14:56 | 14.03.2018
ნანახია: 1327

კლიმატის პრობლემებისადმი მიძღვნილ ახალ კველვაში მეცნიერებმა უიმედო პროგნოზები გააკეთეს. მათი აზრით, ტემპერატურის 2 გრადუსით გაზრდის გამო მცენარეთა ბევრი სახეობა გაქრება. თუმცა ეს ისტორიის დასასრული არ არის - მცენარეთა ყველა სახეობის ნახევარი შესაძლოა განადგურდეს, თუ დედამიწაზე ტემპერატურა სამი ან უფრო მეტი გრადუსით მოიმატებს.  

სამხრეთ ამერიკა, ავსტრალია, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები რამდენიმე ათეულ წელიწადში ტყის რესურსებს გამოეთხოვებიან.

უკვე 2100 წლისთვის მცენარეთა გაქრობა დამღუპველად იმოქმედებს ცოცხალ ორგანიზმებზე - მწერებიდან ძუძუმწოვრებსა და წყლის ბინადრებზე.

აღმოსავლეთ ინგლისის უნივერსიტეტის კლიმატოლოგების აზრით, გლობალური დაღუპვის თავიდან აცილების ერთადერთი შესაძლებლობა ატმოსფეროში მავნე ნივთიერებების გადაყრის შეზღუდვა და არაკონტროლირებადი წარმოების შეჩერებაა.

მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ თუ მსოფლიო საზოგადოება ვერ შეთანხმდება, მოკლე დროში მცენარეთა და ცხოველთა 40 ათასზე მეტი სახეობა გაქრება, მისი შედეგები კი ადამიანების სიცოცხლეზე დაუყოვნებლივ აისახება.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე