ანჯელინა ჯოლი აბაზანას შვილების თანდასწრებით იღებს

საქართველო, თბილისი - 13:51 | 14.03.2018
ნანახია: 1371

მრავალი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ანჯელინა ჯოლი თავისი განცხადებებითა და საქციელით საზოგადოებას შოკში აგდება.

და აი, ამ დღეებში ექვსი შვილის დედამ კვლავ ისეთი განცხადება გააკეთა, რამაც მისი თაყვანისმცემლები დააბნია. ვარსკვლავი  ამბობს, რომ აბაზანას თავისი უკვე საკმაოდ მოზრდილი შვილების თანდასწრებით იღებს.

მსახიობმა განაცხადა, რომ ცდილობს არასდროს დარჩეს მარტო და აბაზანასაც მაშინ იღებს, როდესაც გვერდით ერთ-ერთი შვილი ყავს.

„ყოველთვის შვილებით ვარ დაკავებული, აბაზანასაც კი მათი თანდასწრებით ვიღებ. მინდა, რომ მათ ემპათია ისწავლონ და ჩემი მაგალითით ვაჩვენებ, როგორ უნდა იზრუნონ ახლობლებზე და არ იყვნენ ეგოისტები“, - განაცხადა ანჯელინამ.

ინტერნეტმომხმარებლებმა ანჯელინა გაკიცხეს და აღნიშნეს, რომ მისი საქციელი არაჯანსაღია და შვილებს ახლობლებზე ზრუნვას არ ასწავლის.

ამ მომენტისთვის სასამართლოს გადაწყვეტილებით ექვსივე შვილი დედასთან ცხოვრობს, თუმცა ბრედ პიტი მაინც არ ნებდება და ერთობლივ მეურვეობას ითხოვს. საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო წლის ბოლოს მიიღებს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე