რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ხუთი ადამიანიდან ერთ-ერთი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 22:37 | 13.03.2018
ნანახია: 1227

რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა. მამაკაცს ოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში უტარდებოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად კიდევ 4 ადამიანი დაშავდა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ცნობისთვის, რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე სატვირთო ავტომობილი სამარშუტო მიკროავტობუსს დაეჯახა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე