საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრთა შესარჩევმა კომისიამ კანდიდატთა შერჩევა დაასრულა

საქართველო, თბილისი - 22:28 | 13.03.2018
ნანახია: 845

დღეს, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა შესარჩევი კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც კომისიის წევრებმა მეურვეობის მსურველ კანდიდატებს მოუსმინეს და 14 კანდიდატიდან 12 შეარჩიეს, რომელთა შორის არიან:

მალხაზ ასლამაზიშვილი - რეჟისორი

ნინია კაკაბაძე - ჟურნალისტი

დონარა შონავა - ჟურნალისტი

ზაზა შათირიშვილი - ფილოსოფოსი

იზაბელა ოსიპოვა - სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს აღმასრულებელი მდივანი

ხატია ყურაშვილი – კომუნიკაციების კომისიის ყოფილი პრესმდივანი;

ზვიად დევდარიანი – სიდა-ს ხელმძღვანელი;

ბესო ლილუაშვილი – აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ყოფილი მრჩეველი;

ნათია სირაბიძე – აჭარის განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე;

ია მამალაძე – ჟურნალისტი;

ნათია კობერიძე – ჟურნალისტი;

ბაია პატარაია – საფარის ხელმძღვანელი.

შერჩეულ კანდიდატებს შორის ვერ მოხვდნენ „აფხაზეთის ხმის“ მფლობელი დავით კორახაშვილი და სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრაციის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ვლადიმერ ბოჟაძე.

შერჩეულ კანდიდატთა სია პარლამენტს გადაეგზავნა, რომელიც 12 კანდიდატიდან 4 მეურვეს დაამტკიცებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე