რექს ტილერსონმა სახელმწიფო მდივნის პოსტი დატოვა

საქართველო, თბილისი - 17:10 | 13.03.2018
ნანახია: 829

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რექს ტილერსონს სახელმწიფო მდივნის პოსტიდან ათავისუფლებს, მის ადგილს დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს დირექტორი მაიკ პომპეო დაიკავებს.

სახელმწიფოს მეთაურმა ტილერონს მადლობა გადაუხადა და გამოთქვა რწმენა, რომ ახალ პოსტზე პომპეო „ფანტასტიკურ სამუშაოს გასწევს“.

დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს ხელმძღვანელი ჯინ ჰასპელი გახდება. მანამდე ის პომპეოს მოადგილს პოსტს იკავებდა.

ტილერსონი სახელმწიფო დეპარტამენტს გასული წლის თებერვლიდან ხელმძღვანელობდა.

ამერიკული მედია არაერთგზის წერდა ტრამპის იმედგაცრუების შესახებ სახელმწიფო მდივნის მუშაობასთან დაკავშირებით. თავის მხრივ ტილერსონი ყოველთვის გამოთქვამდა მზადყოფნას თანამდებობის დატოვების შესახებ.

სახელმწიფო მდივნის შესაძლო კანდიდატებს შორის პომპეოსა და გაეროში ამერიკის მუდმივ წარმომადგენელს ნიკი ჰეილის ასახელებდნენ. ამასთან სახელმწიფო დეპარტამენტი და ტილერსონი ყოველთვის უარყოფდნენ ინფორმაციას მასსა და ტრამოს შორის არსებული კონფლიქტის შესახებ.







არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე