კანადაში ბელგიისა და გერმანიის დროშები აერიათ

საქართველო, თბილისი - 16:23 | 13.03.2018
ნანახია: 721

კანადელებმა ბელგიის და გერმანიის დროშები აურიეს და ბელგიის მეფის, ფილიპ ლეოპოლდის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე, პატივისცემის ნიშნად გერმანული დროშები გამოფინეს.

ვიზიტის ფარგლებში მონარქს და მისი მეუღლეს, მატილდას, ოტავას პარკში ნეკერჩხალი უნდა დაერგოთ.

აღნიშნული ადგილი დროშებით იყო გაფორმებული, თუმცა მათი მისვლისას აღმოჩნდა, რომ ხეებზე გერმანული და კანადური დროშები იყო მიმაგრებული. ეს შეცდომა რასაკვირველია სწრაფად იყო შემჩნეული და გამოსწორებული. იუწყება რადიო Premiere.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე