ვენის პარლამენტის შენობასთან პოლიციელს თავს დაესხნენ

საქართველო, თბილისი - 15:33 | 13.03.2018
ნანახია: 781

ვენის პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელიც დროებითი პარლამენტის შენობასთან თავს პოლიციელს დაესხა.
პოლიციის ცნობით, 26 წლის მამაკაცი გამოელაპრაკა ავტომობილში მყოფ პოლიციელს, რომელიც პარლამენტის შენობასთან პატრულირებდა. საუბრის დროს მამაკაცი პოლიციელს ტანსაცმელში ხელით სწვდა და მანქანიდან მის გადმოყვანს შეეცადა.

პოლიციელმა თავის დასაცავად წიწაკის ბალონი გამოიყენა და მამაკაცი დააკავა. ინციდენტის შედეგად პოლიციელი არ დაშავებულა.

საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მიხაელ კარდაისის თქმით, თავდამსხმელი ავღანეთის  მოქალაქეა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე