მსოფლიოში სიდიდით მეხუთე ალმასი 40 მლნ დოლარად გაიყიდა

საქართველო, თბილისი - 13:54 | 13.03.2018
ნანახია: 790

ბელგიის ქალაქ ანტვერპენში ერთ-ერთი უმსხვილესი ალმასი 40 მლნ დოლარად გაიყიდა. ამის შესახებ ალმასის ბრიტანეთის მომპოვებელი კომპანია Gem Diamonds Ltd-ი იუწყება. ალმასი იანვარში აფრიკის კონტინენტზე ლესოტოს სამეფოში, ლესტენგის საბადოზე აღმოაჩინეს. ძვირფას ქვას D ფერი აქვს და Iiа-ს ტიპს მიეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს რომ ის უფერო ალმასია. ალმასს „ლესოტოს ლეგენდა“ (Lesotho Legend)უწოდეს.

„Gem Diamonds-ი მოხარულია გაცნობოთ, რომ გამორჩერული ხარისხისა და 910-კარატიანმა ალმასმა ანტვერპენის აუქციონზე 40 მლნ დოლარის ღირებულებას მიაღწია“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ლესტენგის საბადო Gem Diamonds-ისა და ლესოტოს მთავრობის ერთობლივი საკუთრებაა. 2006 წელს ამ საბადოზე ალმასი „ლესოტოს დაპირება“ იპოვეს. მისი წონა 603 კარატს შეადგენდა და მსოფლიოში სიდიდთ მეთხუტმეტე იყო.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე