"სითი პარკი" მერიასთან სამართლებრივ დავას გააგრძელებს

საქართველო, თბილისი - 13:35 | 13.03.2018
ნანახია: 958

კომპანია იტოვებს ვალდებულებას, რომ გააგრძელოს სამართლებრივი დავა ამ საკითხთან დაკავშირებით, - ამის შესახებ „სითი პარკის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, ლევან ტაბიძემ განაცხადა.

მისი თქმით, კონტრაქტის შეწყვეტის შესახებ კომპანიას ინფორმაცია არ ჰქონია და ამის შესახებ ცნობილი მერის სატელევიზიო გამოსვლის შემდეგ გახდა.

„სამწუხაროა, რომ ამ მეთოდით მოხდა კომპანიასთან ხელშეკრულების გაუქმება და შესაბამისად, კომპანია იტოვებს ვალდებულებას, რომ გააგრძელოს სამართლებრივი დავა ამ საკითხთან დაკავშირებით“,- განაცხადა ლევან ტაბიძემ.

ცნობისთვის, თბილისის მერია მიმდინარე წლის 10 აპრილიდან კომპანია „სითი პარკთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებას წყვეტს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე