რუსეთის საგარეო უწყების განცხადება არ იყო კონსტრუქციული მიდგომის გამოხატულება - ირაკლი კობახიძე

საქართველო, თბილისი - 12:39 | 13.03.2018
ნანახია: 723

ეს განცხადება არ იყო კონსტრუქციული მიდგომის გამოხატულება, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის შეკითხვას, აფასებს თუ არა ის ცინიზმად რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესის დეპარტამენტის კომენტარს.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, რუსეთთან პრაგმატული მიდგომის შედეგია ის, რომ საქართველოში თვისობრივად ამაღლდა უსაფრთხოების ხარისხი ბოლო წლების განმავლობაში.

"სამწუხაროდ, რუსეთი ჩვენს პრაგმატულ მიდგომას არ პასუხობს თავისი პრაგმატული მიდგომით. ეს ბოლო განცხადებაც იყო ამის გამოძახილი. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალში ეს მიდგომა შეიცვლება. ჩვენ გვჭირდება გზების გამონახვა იმისათვის, რომ პრობლემა მოგვარდეს. ჩვენი მხრიდან ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი მოგვარდეს მშვიდობიანი გზით. ჩვენ გვაქვს პრაგმატული მიდგომა, რომელიც ჩამოყალიბებულია საქართველოში 2012 წლიდან. რუსეთთან პრაგმატული მიდგომის შედეგია ის, რომ საქართველოში თვისობრივად ამაღლდა უსაფრთხოების ხარისხი ბოლო წლების განმავლობაში",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გიორგი კვირიკაშვილს გუშინ უპასუხა.უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს პრემიერის განცხადებას ყურადღებით გაეცნენ და მიესალმებიან საქართველოს მხრიდან ორმხრივი ნორმალიზების პროცესის გაგრძელებისა და გაღრმავებისკენ სწრაფვას. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე