სკარლეტ იოჰანსონი ყველაზე სექსუალური ტუჩების მფლობელად აღიარეს

საქართველო, თბილისი - 12:00 | 13.03.2018
ნანახია: 2376

მრავალი წლის განმავლობაში სკარლეტ იოჰანსონი ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ მსახიობად იყო აღიარებული. ახალგაზრდა სკარლეტი ვუდი ალენის მუზა და სავსე ფორმების პატრონი იყო, მაგრამ ბოლო დროს ის ძალიან გახდა, თმაც შეიჭრა და მამაკაცებში ვნებას აღარ იწვევდა. მაგრამ მსახიობის ტუჩები ძველებურად ვნებიანი დარა და მსოფლიოს ყველაზე სექსუალური ტუჩების მფლობელთა რეიტინგში პირველი ადგილიც დაიკავა.

მეცნიერთა ახალი კვლევის თანახმად, იდეალურია ტუჩები, როცა მოცულობის მიხედვით ზედა ტუჩი ქვედა ტუჩის თანაბარია. იოჰანსონის გარდა იდეალური ტუჩები აქვს მოდელ როზი ჰანტინგტონ-უაიტლისაც. ყველაზე მომხიბვლელი ტუჩები 35 ქვეყნის 560-მა პლასტიკურმა ქირურგმა შეაფასა, შედეგი კი მიუნხენელმა დოქტორმა პაულ ჰაიდეკრიუგერმა გამოაქვეყნა.

 „დღეს ზედა და ქვედა ტუჩების თანაფარდობა 1:1 გაცილებით მომხიბვლელია. მანამდე მიიჩნეოდა, რომ ქვედა ტუჩი  უფრო მსხვილი უნდა ყოფილიყო. მაგრამ ესთეტიკური სტანდარტები იცვლება, ისევე როგორც მოდა“, - განაცხადა ჰაიდეკრიუგერმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე