საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის საგარეო უწყებას პასუხობს

საქართველო, თბილისი - 11:20 | 13.03.2018
ნანახია: 821

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის საგარეო უწყების პასუხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაში წერია, საგარეო უწყება იმედს გამოთქვამს, რომ მომავალ ჟენევის რაუნდზე შეძლებენ მრავალი წლის მანძილზე არსებული ჩიხური მდგომარეობიდან გამოსასვლელად და კონფლიქტის მშვიდობიანად დასარეგულირებლად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას.

"გავეცანით რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარს. ჟენევის დისკუსიები არის მნიშვნელოვანი ფორმატი რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დასარეგულირებლად.

იმედს გამოვთქვამთ, რომ მომავალ ჟენევის რაუნდზე ჩვენ შევძლებთ მრავალი წლის მანძილზე არსებული ჩიხური მდგომარეობიდან გამოსასვლელად და კონფლიქტის მშვიდობიანად დასარეგულირებლად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას.

ამასთან, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას გადადგას ნაბიჯები ტატუნაშვილის ცხედრის დაუყოვნებლივ გადმოცემის უზრუნველსაყოფად", - წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გიორგი კვირიკაშვილს გუშინ უპასუხა. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს პრემიერის განცხადებას ყურადღებით გაეცნენ და მიესალმებიან საქართველოს მხრიდან ორმხრივი ნორმალიზების პროცესის გაგრძელებისა და გაღრმავებისკენ სწრაფვას. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე