მარგველაშვილმა ატლანტიკური საბჭოს, NDI-ისა და IRI-ის ხელმძღვანელობასთან საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილა

საქართველო, თბილისი - 11:10 | 13.03.2018
ნანახია: 839

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვაშინგტონში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ატლანტიკური საბჭოს, NDI -ისა და IRI- ის ხელმძღვანელობასთან საქართველო - აშშ-ს ორმხრივი თანამშრომლობა, სტრატეგიული თანამშრომლობის მიმართულებები და საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანი განიხილა.

ვაშინგტონში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის მთავრი ამოცანა საქართველოს უსაფრთხოების მიმართ აშშ-ს ხელისუფლების წარმომადგენლების მხარდაჭერის გამყარება და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობაა.

აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ: კენეტ უოლაკი - ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის პრეზიდენტი, დენ ტვაინინგი - საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის პრეზიდენტი, დეიმონ უილსონი - აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცეპრეზიდენტი და ქართული დელეგაციის წევრები: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე