რუსთავში სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარეები დააზიანეს და მოიპარეს

საქართველო, თბილისი - 10:38 | 13.03.2018
ნანახია: 1024

რუსთავში, ლეონიძის სკვერში სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარეები დააზიანეს და მოიპარეს. 

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, დაახლოებით 20-მდე მცენარეა წაღებული. 

არსებული ინფორმაციით, უცნობმა პირებმა ნერგები გუშინ გვიან ღამით მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

ცნობისთვის, აღნიშნულ სკვერში გამწვანების აქციის ფარგლებში, რამდენიმე ასეული სხვადასხვა ჯიშის წიწვოვანი ხე-მცენარე დაირგო.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე