დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა “დაგროვებითი პენსიის“ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა

საქართველო, თბილისი - 00:02 | 13.03.2018
ნანახია: 1104

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონიმიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ „დაგროვებითი პენსიის შესახებ” კანონპროექტს მხარი არ დაუჭრა. 

კანონპროექტი კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუამ წარმოადგინა. მისი განმარტებით, დაგროვებითი საპენსიო სისტემა მოქალაქეს შესაძლებლობას მისცემს შექმნას დანაზოგი, რომელიც წლების განმავლობაში დასაქმებულის მიერ გამომუშავებული ხელფასის პირდაპირპროპორციული იქნება. კანონპროექტი განსაზღვრავს დაგროვებით საპენსიო სქემაში სავალდებულო და ნებაყოფლობითი მონაწილეობის პრინციპებს. სისტემაში სავალდებულო წესით ჩაერთვება ყველა დასაქმებული, ხოლო ნებაყოფლობით ნებისმიერი თვითდასაქმებული.

მინისტრის მოადგილემ უპასუხა კომიტეტის წევრების შეკითხვებს, რომელიც ეხებოდა დაგროვილი თანხის უსაფრთხოების მექანიზმებს, ფულის ღირებულებისა და შესაძლო ინფლაციის ფაქტორების გავლენას საპენსიო სისტემის მდგრადობაზე, საინვესტიციო პოლიტიკას, არსებულ რისკებს და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. 

ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ კომიტეტმა საკითხი არ ჩაითვალა მომზადებულად და მხარი არ დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტს. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე