ნანი ბრეგვაძემ მოსკოვში დაგეგმილი კონცერტი, შესაძლოა, გააუქმოს

საქართველო, თბილისი - 17:39 | 12.03.2018
ნანახია: 1192

მომღერალმა ნანი ბრეგვაძემ შესაძლოა, მოსკოვში, 28 მარტს დაგეგმილი კონცერტი გააუქმოს, - ამის შესახებ მომღერლის შვილმა, ეკა მამალაძემ ტელეკომპანია "იბერიას" განუცხადა.

"არ ვიცით. ვერ გეტყვით, შესაძლოა გადაიდოს. რა ვქნათ, თვითონაც არ ვიცით", - განაცხადა მამალაძემ.

კონცერტის გაუქმება სავარაუდოდ, არჩილ ტატუნაშვილს უკავშირდება.

ცნობისთვის, 28 მარტს, მოსკოვში, Crocus City Hall-ში ნანი ბრეგვაძის საიუბილეო კონცერტია დაგეგმილი.

კონცერტის სპეციალური სტუმრები: ვალერი მელაძე, თამარ გვერდწითელი და ნინო ქათამაძე იქნებიან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე