ქვეყანას რომ პატრონი ჰყოლოდა, დიდი ალბათობით ტატუნაშვილი ცოცხალი იქნებოდა - ნინო ბურჯანაძე

საქართველო, თბილისი - 14:56 | 12.03.2018
ნანახია: 1616

ტატუნაშვილის ოჯახის ტრაგედია იმის მაჩვენებელია, რომ ქვეყანა უბრალოდ არ არსებობს, სახელმწიფო არ არსებობს, ქვეყანას პატრონი არ ჰყავს, - ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანას რომ პატრონი ჰყოლოდა და ამდენი ხნის განმავლობაში პირდაპირი დიალოგი ყოფილიყო ოსებთან და აფხაზებთან და რუსეთის ხელისუფლებასთან, დღეს, დიდი ალბათობით ტატუნაშვილი ცოცხალი იქნებოდა.

”შეთანხმება არ შეიძლება თვითმიზანი იყოს. შეთანხმებას მაშინ აქვს აზრი, როდესაც ეს შეთანხმება კონკრეტული შედეგის მომტანია. მე არ ვიცი კონკრეტულად ვინ რა წინადადებას აყენებს ამასთან დაკავშირებით, მე ვიცი ერთი რამ - ტატუნაშვილის ოჯახის ტრაგედია იმის მაჩვენებელია, რომ ქვეყანა უბრალოდ არ არსებობს, სახელმწიფო არ არსებობს, ქვეყანას პატრონი არ ჰყავს. ქვეყანას რომ პატრონი ჰყოლოდა და ამდენი ხნის განმავლობაში პირდაპირი დიალოგი ყოფილიყო ოსებთან და აფხაზებთან და რუსეთის ხელისუფლებასთან, დღეს, დიდი ალბათობით ტატუნაშვილი ცოცხალი იქნებოდა. მით უფრო, თუ ასეთი ტრაგედია მოხდებოდა, არ დადგებოდა მიცვალებულის გადმოცემის საკითხი. მაგრამ, როცა ქვეყანა და ხელისუფლება არ გყავს მაშინ, რა თქმა უნდა ასეთი პრობლემების წინაშე დგას ერი", - განაცხადა ბურჯანაძემ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე