ქართველმა ოფიცრებმა ავღანეთში ვიზიტი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბ-ბინაში სტუმრობით დაიწყეს

საქართველო, თბილისი - 11:30 | 24.11.2015
ნანახია: 1850

საქართველოს შეიარაღებული ძალების დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში იმყოფება. ქართველმა ოფიცრებმა ავღანეთში ვიზიტი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბ-ბინაში სტუმრობით დაიწყეს. 
საქართველოს ეროვნული გვარდიის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა ლევან გამყრელიძემ, სახმელეთო ძალების დასავლეთის სარდალმა, პოლკოვნიკმა მიხეილ სადუნიშვილმა, ასევე II და III ქვეითი ბრიგადების მეთაურებმა II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის გაძლიერებული ასეულის პირადი შემადგენლობა მოინახულეს. ასეულის მეთაურმა, მაიორმა ირაკლი ქობალიამ სტუმრებს საინფორმაციო-გაცნობითი ბრიფინგი გაუმართა და ქართული ქვედანაყოფის ოპერაციებთან დაკავშირებული ინფორმაცია მიაწოდა.
ბრიფინგის დასრულების შემდეგ დელეგაციის წევრები 31-ე ბატალიონის ასეულის სამხედრო მოსამსახურეებსაც გაესაუბრნენ.
შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდნენ ავღანეთში უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი გიორგი ბლიაძე და მთავარი სერჟანტი ალუდა კოპალიანი.
საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ნაკრები ასეულის მთავარი ამოცანა, ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მდებარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბ-ბინის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე