ნინო გიორგობიანი მედიისთვის მიმართვას ავრცელებს

საქართველო, თბილისი - 10:35 | 24.11.2015
ნანახია: 2630

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე მედიისთვის მიმართვას ავრცელებს.
ნინო გიორგობიანი მიმართავს მასმედიის წარმომადგენლებს, სახელმწიფო უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ხელს ნუ შეუწყობენ ინტერნეტ-სივრცეში გავრცელებული, მუქარის შემცველი ვიდეომასალის ტირაჟირებას.
„მედიასაშუალებების წარმომადგენლებს მოგიწოდებთ და მოგმართავთ თხოვნით, სახელმწიფო უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ხელს ნუ შეუწყობთ ინტერნეტ-სივრცეში გავრცელებული, მუქარის შემცველი ვიდეომასალის ტირაჟირებას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურები აღნიშნულ საკითხზე მუშაობენ. ამ და სხვა მსგავსი შინაარსის ვიდეომასალებთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია“, -  აცხადებს ნინო გიორგობიანი. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე