სალომე ჯიქია ლოზანის ოპერის თეატრში იმღერებს

საქართველო, თბილისი - 16:50 | 11.03.2018
ნანახია: 1585

მსოფლიოში აღიარებული ქართველი სოპრანოს, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი სოლისტის სალომე ჯიქიას დებიუტი შვეიცარიაში, ლოზანის ოპერის თეატრში 18 მარტს, მოცარტის ოპერა „ტიტუსის მოწყალებაში“ ვიტელიას პარტიით შედგება.

სალომე ჯიქია მსმენელის წინაშე 18, 21, 23, 25, 28 მარტს წარსდგება. წარმოდგენები გაიმართება ფაბიო ჩერესას რეჟისორობით, ხოლო ორკესტრს დიეგო ფასოლისი უდირიჟორებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე