საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრს კიდევ 2 გემი შეემატა

საქართველო, თბილისი - 21:44 | 09.03.2018
ნანახია: 1163

საქართველოს სახელმწიფო საზღვაო დროშა წარმატებით ვითარდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული უცხოელი გემთმფლობელის საკუთრებაში არსებული კიდევ 2 გემი დაარეგისტრირა.

გემის სახელი: KAPITAN RUSAK
გემის ტიპი: თევზსაჭერი გემი
IMO No: 9121106
აშენების თარიღი: 1997
რეგ. ტონა : 4407

გემის სახელი: IVAN GOLUBETS
გემის ტიპი: თევზსაჭერი გემი
IMO No: 8859782
აშენების თარიღი: 1991
რეგ. ტონა : 4407

დღესდღეობით საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული 28 მცურავი საშუალება არის დარეგისტრირებული.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე