ნეიმარი, შესაძლოა, „ბარსელონას“ დაუბრუნდეს

საქართველო, თბილისი - 16:19 | 09.03.2018
ნანახია: 1858

„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელი მომავალ წელს შესაძლოა „ბარსელონას“ დაუბრუნდეს.

როგორც ესპანური გამოცემა Mundo Deportivo თავის წყაროზე დაყრდნობით წერს, სპორტსმენმა უკვე ინანა, რომ გასული წლის აგვისტოში პარიზის კლუბში გადავიდა.

გავრცელებული ცნობით, მაშინ თავდამსხმელს ლიონელ მესის ჩრდილიდან გამოსვლა სურდა. ამის გარდა, მას „პარი სენ-ჟერმენის“ ფინანსური მხარეც მოეწონა. ფეხბურთელმა ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის ივნისამდე გააფორმა. კლუბმა მასში 222 მლნ ევრო გადაიხადა.

თუმცა ახლა ნეიმარს საფრანგეთის ჩემპიონატის დონე არ მოსწონს. 25 თებერვალს მან ფეხის ტრავმა მიიღო და სამი თვის განმავლობაში მოედანზე ვერ გამოვა. გამოცემა აღნიშნავს, რომ ძველ კლუბში დაბრუნების სურვილი მან ჯერ კიდევ ტრავმის მიღებამდე გამოთქვა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე