ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს სტუმრობს

საქართველო, თბილისი - 10:00 | 24.11.2015
ნანახია: 1595

23-25 ნოემბერს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედგარს რინკევიჩსი სტუმრობს. 
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლატვიელ კოლეგას ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მასპინძლობს. დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართება ოფიციალური შეხვედრა. მხარეები განიხილავენ როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის საკითხებს.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან.
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი დაათვალიერებს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ დიცს და პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე