დიმიტრი ქუმსიაშვილი ლონდონში საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეის 29-ე სესიაში მონაწილეობს

საქართველო, თბილისი - 09:42 | 24.11.2015
ნანახია: 1581

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ლონდონში საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეის 29-ე სესიაში მონაწილეობს. 
მინისტრმა გუშინ მონაწილეობა მიიღო ორგანიზაციის ასამბლეის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტების არჩევის პროცესში.
სამინისტროს ინფორმაციით, ასამბლეის ფარგლებში, დიმიტრი ქუმსიშვილმა მსოფლიოს სხვადასხვა საზღვაო სახელმწიფოების დელეგაციების ხელმძღვანელებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა. საფრანგეთის დელეგაცის ხელმძღვანელთან, საზღვაო საკითხთა გენერალურ მდივან მიშელ აიმერიკთნ შეხვედრისას, დიმიტრი ქუმსიშვილმა მწუხარება გამოთქვა პარიზში ტერაქტის დროს დაღუპულთა გამო და ფრანგ კოლეგას მიუსამძიმრა. შეხვედრაზე საქართველოსა და საფრანგეთს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. 
დიმიტრი ქუმსიშვილმა ფრანგული მხარის წარმომადგენელს მადლობა გადაუხადა 2013 წელს ევროკომისიის მიერ საქართველში გაცემული მეზღვაურთა კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ხელახალი აღიარების პროცესში საფრანგეთის მხრიდან გამოხატული მხარდაჭერისთვის. 
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საფრანგეთის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე ქართველ მეზღვაურთა დასაქმების ხელშეწყობისა და საქართველოს საზღვაო დროშით ფრანგი გემთმფლობელების დაინტერესებაზე. შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობის განვითარებაზე საზღვაო საგანმანათლებლო დაწესებულებებთან გამოცდილების გაზიარების მიმართულებით. 
"საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეის 29-ე სესიაზე მსოფლიოში საზღვაო სექტორში წამოჭრილ აქტუალურ საკითხებზე ვიმსჯელეთ. საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალზე ვესაუბრეთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საზღვაო ადმინისტრაციის ხელმძღვანელებს, გავაცანით ყველა ის რეფორმა, რომელიც ბოლო 3 წლის განმავლობაში საქართველოში საზღვაო მიმართულებით განხორციელდა", _ აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე