ელტონ ჯონი საქართველოში კონცერტებს გამართავს

საქართველო, თბილისი - 14:36 | 08.03.2018
ნანახია: 1324

ელტონ ჯონი Facebook-ის გვერდზე წერს, რომ  საქართველოში კონცერტებისთვის ემზადება. მან სოციალურ ქსელში Caesars Palace-ში გამართული კონცერტიდან ფოტო გამოაქვეყნა.

როგორც მუსიკოსი წერს, საქართველოში გამგზავრებამდე, სადაც Black Sea Arena-ზე მისი ორი კონცერტი გაიმართება, ისევ Caesars Palace-ში დაბრუნდება.

ელტონ ჯონის ბოლო მსოფლიო ტურნეს ფარგლებში, საქართველოში კონცერტები 30 ივნისსა და პირველ ივლისს Black Sea Arena-ზე გაიმართება.

ელტონ ჯონს 2017 წლის 16-17 სექტემებერს საქართველოში უნდა ჩამოსულიყო, თუმცა ჯგუფის წევრის ავადმყოფობის გამო კონცერტები გადაიდო.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე